საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანს რუსული პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე წარმატებულ საშუალებად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტიანი საქმიანობა და მიღწეულ ხელშესახები შედეგები მიაჩნია

06.09.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსული პროპაგანდის პრობლემა საქართველოსთან ერთად დასავლეთის ქვეყნების გამოწვევასაც წარმოადგენს და მასთან ბრძოლის ყველაზე ეფეტური საშუალება ხელშესახები შედეგების დემონსტრირრბაა. მისი მოსაზრებით დემოკრატიული ქვეყნის პირობებში, გარკვეულ შეზღუდვებზე უფრო მეტად, პროპაგანდასთან ბრძოლის გაცილებით ეფექტიანი საშუალებაა კონკრეტული ქმედებები და ხელშესახებ შედეგები. 

“ჰიბრიდულ საფრთხეებს ვაწყდებით ყველგან, ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისა და სხვა ქვეყნებისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია გამოიძებნოს ეფექტური საშუალებები. მე ვფიქრობ, პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახლავთ კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები”- განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოს მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან პროპაგანდის წინააღმდეგ არსებული პარქტიკის და გამოცდილების გაზიარების კუთხით.