საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ის კონკრეტული შეფასებები და შედეგები, რომლებიც ქვეყანას და ხელისუფლებას აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და მეორეს მხრივ, გვაქვს ის მცდარი განცხადებები რომლებიც, ჟღერდება ოპონენტების მხრიდან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“- დავით ზალკალიანი

06.09.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა დადებითად შეაფასა ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლის ანდრეის მამიკინსის მიერ მომხადებული ანგარიშის პროექტი და მასთან დაკავშირებით ევროპარლამნეტარების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მინისტრის შეფასებით აღნიშნული წარმოადგენს ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგს: „ევროპარლამენტის შეფასებები იყო ძალიან ობიექტური, ზუსტი და ასახავს იმ წარმატებულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტარების მხარდაჭერა. მხარდაჭერა გვაქვს როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე. მინდა ევროკომისარ ჰანის ვიზიტი შეგახსენოთ, რომლის დროსაც მან ძალიან მაღალი შეფასებები მისცა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით ვახორციელებთ“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურანლისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი არასერიოზულად მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას ევროპარლამენტის რეზოლუციასთან მიმართებით და თვლის, რომ მსგავს განცხადებების საფუძველს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესები შეიძლება წარმოადგენდეს: „სამწუხაროდ ხდება საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მათთვის მთავარია რომ ამ პროცესიდან მიიღონ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი და რაც შეიძლება ნაკლები სარგებელი მიიღოს ქვეყანამ“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ოპონენტის მცდელობისა ქართველი ხალხი ვითარებას ჯანსაღად აფასებს და ხედავს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს: „ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ის კონკრეტული შეფასებები და შედეგები, რომლებიც ქვეყანას და ხელისუფლებას აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და მეორეს მხრივ, გვაქვს ის მცდარი განცხადებები რომლებიც, ჟღერდება ოპონენტების მხრიდან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა საზოგადოება ყველაფერს ძალიან სწორად ხედავს და ობიექტურად აფასებს“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია რომ 2018 წლის ივლისში, ევროპალამენტის საგარეო ურთიერთიბათა კომიტერში განიხილეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტი.