საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში საქართველოს VFS Global-ის სავიზო-სააპლიკაციო ცენტრი გაიხსნა

2018 წლის 4 სექტემბერს შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა (რეზიდენციით ნიუ დელი) მონაწილეობა მიიღო შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში VFS Global-ის საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრის (VFS Global Georgia Visa Application Centre in Colombo, Sri Lanka) ოფიციალური გახსნის ცერემონიაში.

ცენტრის ამოქმედება შრი ლანკის მოქალაქეებს ხელს შეუწყობს საქართველოს ვიზის ასაღებად შესაბამისი საბუთების წარდგენის პროცესში.

ცენტრის მისამართია:

VFS Georgia Visa Application Centre in Colombo, Sri Lanka
No 19, Browns Capital,
Dudley Senanayaka Mawatha, Colombo 08, Sri Lanka
Tel.: +94 115160310 / 112350611
Email: info.georgiasrilanka@vfshelpline.com
http://www.vfsglobal.com/Georgia/India/