საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა შეხვედრა მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ხელმოწერილი მემორანდუმი

მალდივებზე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა გამართა შეხვედრა მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულა შაჰიდთან, რომლის დროს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეს.