საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინდოეთში პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ წიგნი (“Sher Ki Khaal Wala Samant Shoorvir”)

2020 წლის ოქტომბერში ინდოეთის ცნობილი გამომცემლობა „Yatra Books”-ის მიერ ინდოეთში პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ წიგნი (“Sher Ki Khaal Wala Samant Shoorvir”). პროექტი განხორციელდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით. პოემის თარგმანი ეკუთვნის ინდოელ პოეტსა და მთარგმნელს დოქტ. ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარს (Dr. Bhupender Aziz Parihar), ხოლო ინდური სტილით შესრულებული ილუსტრაციები შექმნა მუმბაიში მოღვაწე მხატვარმა ბნმა ონკარ ფონდეკარმა (Mr. Onkar Fondekar).

წიგნი გამოიცა სამ კატეგორიაში: მაგარი ყდით (Hardcover), რბილი ყდით და ფერადი ილუსტრაციებით (Paperback with Сolor Illustrations) და რბილი ყდით და შავ-თეთრი ილუსტრაციებით (Paperback with Black & White Illustrations). ამ ეტაპზე გაყიდვაშია სქელყდიანი კატეგორიის წიგნი და მისი შეძენა შესაძლებელია, როგორც ინდოეთში წიგნების მაღაზიებში, ასევე ელექტრონულად, www.amazon.in-ის პროგრამის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Sher Ki Khaal Wala Samant Shoorvir Hardcover – 1 January 2020.

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ წიგნის ჰინდი ენაზე გამოცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდოეთში საქართველოს და დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“, ასევე საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის საქმეს.