საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოს მხარდაჭერით, ინდოეთის გოას შტატში იმართება წმ. ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიოს საკრალური მუსიკის ფესტივალი (KETEVAN World Sacred Music Festival).

6-8 აპრილს, ინდოეთის გოას შტატში, ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იმართება წმ. ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიოს საკრალური მუსიკის ფესტივალი (KETEVAN World Sacred Music Festival).

წლევანდელი ფესტივალი ონლაინ ფორმატში იმართება და ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება მას უფასოდ დაესწროს Youtube-ის და ფესტივალის ვებ-გვერდის საშუალებით.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ხელოვანები 8 ქვეყნიდან: საქართველო, ინდოეთი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, იაპონია, ავსტრალია, არგენტინა.

ონლაინ ჩართვები განხორციელდება 12 ქალაქიდან: თბილისი, მცხეთა, ძველი გოა, ვარანასი, მაისორი, მუნდგოდი, ბოსტონი, ლოს ანჯელესი, ლისაბონი, ტოკიო, ბუენოს აირესი, სიდნეი.