საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ბენგალურ ენაზე ითარგმნა

დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", რომელიც აღიარებულია მსოფლიო კლასიკური პოეზიის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად მისი ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანიზმის იდეებით, უკვე ბენგალურ ენაზეც ითარგმნა. იგი დღემდე თანამედროვეა და თარგმნილია მსოფლიოს 40-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ჰინდი და ახლა უკვე ბენგალურ ენაზე.

2022 წელს აღინიშნება საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და მეგობრობის 30 წლისთავი. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არა რეზიდენტი ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის ძალისხმევითა და ინიციატივით, საქართველოს საპატიო საკონსულოს ბანგლადეშში მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა ცნობილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის მიერ შექმნილ უდიდეს პოემას „ვეფხისტყაოსანი“. ორ ქვეყანას შორის 30 წლიანი ხანგრძლივი მეგობრობის აღსანიშნავად, საქართველოს საპატიო საკონსულომ ბანგლადეშში გადაწყვიტა ამ დიადი ეპიკური პოემის თარგმნა ბენგალურ ენაზე, რაც ბენგალელ ხალხს მისცემს შესაძლებლობას გაიცნოს და გაიზიაროს ქართული ლიტერატურის შედევრი.

ეს პოემა გახლავთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს იმ ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონებს. 

საქართველოს საელჩო დელიში მადლობას უხდის ბატონ ტაჰერულ ისლამ ტაჰერს წიგნის წარმატებული თარგმანის მომზადებისთვის. საელჩო ასევე გამოხატავს მადლერებას ბატონი მაჰმუდალ ჰასანის, მხატვრის მიმართ, რომელმაც მოამზადა შესანიშნავი ილუსტრაციები წიგნისთვის და ისინი ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებებს მიუსადაგა.

მივესალმებით "ვეფხისტყაოსნის' გამოცემას უძველეს ბენგალურ ენაზე,  რომლის სიდიადე უკვდავყო მსოფლიოს უდიდესმა პოეტმა, რაბინდრანათ თაგორმა. ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს  ათ ყველაზე განსაკუთრებულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე შესანიშნავი  დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე 200 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ინდოეთსა და ბანგლადეშში და იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში.

„ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანი მოვლენაა  არა მარტო რუსთველოლოგიის განვითარებისათვის, არამედ კაცობრიობისთვისაც,  ხალხებს შორის ურთიერთდაახლოების, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მეგობრობის განმტკიცების საქმეში.

ნათარგმნი წიგნი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და მას წარადგენს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ელჩთან, ერთად. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ბენგალელი მკითხველისათვის.   

 

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. მხატვარი მაჰმუდალ ჰასანი