საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საელჩოს დაფარვის ქვეყანაში, მალდივის რესპუბლიკაში

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საელჩოს დაფარვის ქვეყანაში, მალდივის რესპუბლიკაში. 

მალდივის დედაქალაქ მალეში შედგა ელჩის შეხვედრები მალდივის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, სახალხო მაჯლისის სპიკერთან, ბატონ მოჰამედ ნაშიდთან, ასევე საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ბატონ ახმედ ხალილთან და სამინისტროს ევროპის, ამერიკისა და ოკეანეთის დეპარტამენტის კურატორ გაერთიანებულ მდივანთან, ქალბატონ შიუნინ რაშიდთან. 

შეხვედრებისას განხილულ იქნა ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ასევე ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში კონკრეტული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.