საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საელჩოს დაფარვის ქვეყანაში, შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საელჩოს დაფარვის ქვეყანაში, შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში.

შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში გაიმართა ელჩის შეხვედრა შრი ლანკის ტურიზმის მინისტრთან, ბატონ პრასანა რანატუნგასთან, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების, ასევე ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმის უახლოეს მომავალში გაფორმების შესაძლებლობა. 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა ელჩის შეხვედრები შრი ლანკის საგარეო საქმეთა მდივანთან, ადმირალ ჯაიანათ კოლომბაგესთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მიმართულების კურატორ დამატებით მდივანთან, ქალბატონ მანიშა გუნასეკერასთან და სამინისტროს აღმოსავლეთის მიმართულების კურატორ დამატებით მდივანთან, ბატონ სადიკთან. შეხვედრებისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში კონკრეტული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.