საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა: 1998 წლის 16 ივნისს.

საქართველოს საელჩო შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში:

რეზიდენციით ქ. ნიუ დელი, ინდოეთი.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში:

  • ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი, 2016 წ. დღემდე);
  • ბ-ნი ლევან ნიჟარაძე (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი, 2015 წ.);
  • ბ-ნი ზურაბ კაჭკაჭიშვილი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი, 2011-2014).

 

შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

  • ბ-ნი მოჰამედ რიზვი ჰასენი (რეზიდენციით ქ. ანკარა, 2019 წლის 6 დეკემბრიდან დღემდე);
  • ბ-ნი პაკირ მოჰიდინ ამზა (რეზიდენციით ქ. ანკარა - 2016-2019);
  • ქ-ნი ბჰარატი დავინა ვიჯერატნე (რეზიდენციით ქ. ანკარა - 2013-2016);
  • ბ-ნი უდაიანგა ვირატუნგა (რეზიდენციით ქ. მოსკოვი - 2007-2012);
  • ბ-ნი ნევილე რ. ბ. რანასურია (რეზიდენციით ქ. მოსკოვი – 2004-2006);
  • ბ-ნი უკუ ბანდა ვიჯეკუნი (რეზიდენციით ქ. მოსკოვი – 2003-2004);
  • ბ-ნი ნაგურპიჩაი სიკანდერი (რეზიდენციით ქ. მოსკოვი - 1998-2003).

 

შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული:

  • ბ-ნი დიან გომესი (ქ. კოლომბო - 2018 წ. 15 ნოემბრიდან, დღემდე).

 

საქართველოდან შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტები:

2017 წ. სექტემბერი - ბ-ნი დავით ჯალაღანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2016 წ. აგვისტო - ბ-ნი დავით ჯალაღანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

 

შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტები:

2018 წ. ივლისი - ბ-ნი მაითრიპალა სირისენა, შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი.

 

სამართლებრივი ბაზა:

2016 წ. აგვისტო - ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის;

2016 წ. სექტემბერი - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;

2017 წ. სექტემბერი - ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის.

 

სასარგებლო ბმულები:

შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების სამინისტრო: https://www.mfa.gov.lk/

საქართველოში შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საელჩო (რეზიდენციით ქ. ანკარა): www.srilanka.org.tr