საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტაილანდის სამეფოში საქართველოს მოქალაქეებისთვის ,,Visa on Arrival" ამოქმედდება

13.12.2018 ტაილანდი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი ( რეზიდენციით ქ. ნიუ-დელი) აგრძელებს შეხვედრებს ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში,სადაც ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება ,,Visa on Arrival", რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

ვიზიტის ფარგლებში, 11 დეკემბერს, ქ. ბანგკოკში გაიმართა არჩილ ძულიაშვილის აუდიენცია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნთან (Her Royal Highness Maha Chakri Sirindhorn).

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. მათ შორის საუბარი შეეხო ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც იგი გაეცნო საქართველოს ისტორიასა და კულტურას. მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა გამოთქვა დაინტერესება ახლოს გაიცნოს საქართველოს კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ქართული ხელოვნება. მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიზიტის ფარგლებში,8 დეკემბერს, ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჯირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნს (His Majesty Maha Vajiralongkorn Bodindradebayavarangkun King of Thailand) რწმუნებათა სიგელები გადასცა.

19-ივნისი-2019

19-ივნისი-2019

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა მალდივის პარლამენტის სპიკერთან

მალდივის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა გამართა შეხვედრა მალდივის პარლამენტის (სახალხო მაჯლისის) სპიკერთან, ყოფილ პრეზიდენტთან მოჰამედ ნაშიდთან.

18-ივნისი-2019

18-ივნისი-2019

დავით ზალკალიანი ინდოეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ერევანი) იოგეშვარ სანგვანი, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისს ასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოში ელჩის რანგში.

18-ივნისი-2019

18-ივნისი-2019

საქართველოს ელჩის შეხვედრა მალდივის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრთან და ხელმოწერილი მემორანდუმი

მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში), არჩილ ძულიაშვილის მალდივებზე ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა მალდივის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრთან, ალი ვაჰიდთან.

18-ივნისი-2019

18-ივნისი-2019

საქართველოს ელჩის შეხვედრა შეხვედრა მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ხელმოწერილი მემორანდუმი

მალდივებზე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა გამართა შეხვედრა მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულა შაჰიდთან, რომლის დროს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

< 1 2 3 4 5  ... >