საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე -დავით ზალკალიანი

30.08.2019 ქ. თბილისი- “პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე - ამის შესახებ საქრათველოს საგარეო სამეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით დიპლომატიური უწყება 24 საათიან მუდმივ კონტაქტზეა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება ბოლო განვითარების შესახებ.

“ გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთელი დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩენი ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად. ვითარების დეესკალაცია აუცილებელია. ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში და მე მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე” - განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით ვითარების დარეგულირებაში ჩართულია ყველა სუბიექტი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მექანიზმის მონაწილეები “ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებშიც შეხვედრაზე იმყოფება. ასევე ევროკავშირის მისია, მე მაქვს ჩემ კოლეგებთან კომუნიკაცია, ისინიც არიან ინფორმირებული. ამ სიტუაციაში აუცილებელია განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენი მხრიდან ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი” განაცხადა მინისტრმა. დავით ზალკალიანი სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნული ელჩთან შევხედრის დასრულების შემდეგ გამოემხაურა.

08-აგვისტო-2020

08-აგვისტო-2020

დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც იმყოფებოდა.

08-აგვისტო-2020

08-აგვისტო-2020

​„დაუღალავი სვლა მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროპული ოჯახისკენ საქართველოს გააზრებული არჩევანია“ - დავით ზალკალიანი

ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა. კონფერენციას ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონ...

07-აგვისტო-2020

07-აგვისტო-2020

საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ტრანსფორმაციული ძალის როლს შეასრულებს აღმოსავლეთ პარტნორობისა და შავი ზღვის რეგიონისთვის - ზალ...

რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპედს აქვეყნებს. მინისტრი წერს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის განხორციელებული მასშტაბური სამხედრო აგრესიის შედეგად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაც შეირყა. „2008 წლის აგვისტოს ...

07-აგვისტო-2020

07-აგვისტო-2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით

12 წელი სრულდება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების ეს უკანონო მცდე...

< 1 2 3 4 5  ... >