საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებისთვის მზადება ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყო და ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას გაუგზავნა მოსაწვევი - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დააკვირდებიან.
 
როგორც ვიცეპრემიერმა განაცხადა, არჩევნებისთვის მზადება საქართველოს მთავრობამ დიდი ხნით ადრე,  ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყო. დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, მათ  შორის,   ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორ ქვეყანას გაეგზავნა.  „ორი მოსაწვევი გაიგზავნა, ერთი აპრილში, სანამ თარიღი გამოცხადდებოდა, ხოლო მეორე - არჩევნების თარიღის: 2 ოქტომბრის ოფიციალურად გამოცხადებისთანავე“ - დასძინა ზალკალიანმა.
 
მისი თქმით, ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა თბილისშია და საგარეო საქმეთა სამინისტროში  უკვე გაიმართა მათთან შეხვედრა.  „ჩვენ მათ დახმარებას ვუწვეთ ყველა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით, რათა მათ ყველა პირობა ჰქონდეთ ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მათ შორის პანდემიის პირობებში. ამაში წინა  არჩევნებზე მიღებული გამოცდილებაც გვეხმარება“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
მინისტრის განცხადებით, ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან, საარჩევნო პროცესს  350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება, თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა ბევრად მეტი იქნება, ვიდრე წინა არჩევნებზე, ვინაიდან საგარეო უწყებამ ოფიციალურად მიიწვია ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები“.
 
„ყველა პირობას შევქმნით იმისთვის, რომ ისინი ნორმალურ პირობებში, უსაფრთხოდ დააკვირდნენ პროცესს“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

19-იანვარი-2022

19-იანვარი-2022

ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება - დავით ზალკალიანი

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატოს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და ...

18-იანვარი-2022

18-იანვარი-2022

ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანსში, სადაც საქართველომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის, ას...

17-იანვარი-2022

17-იანვარი-2022

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იემენში ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის- „რავა...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 2 იანვარს იემენში, ჰოდეიდას ნაპირთან ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის - „რავაბის“ გატაცებასთან დაკავშირებით.

15-იანვარი-2022

15-იანვარი-2022

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დავით ზალკალიანთან საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთა...

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა ...

< 1 2 3 4 5  ... >