საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ელჩთან ლაზარ კომანესკუსთან.
მინისტრმა მიულოცა BSEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ელჩს, ლაზარ კომანესკუს დანიშვნა და უსურვა წარმატებები ამ მნიშვნელოვან პოსტზე.

2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით განხილულ იქნა BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებას. ასევე, საუბარი შეეხო BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  
მხარეებს შორის განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.  

BSEC-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის და თავმჯდომარეობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში BSEC-ის გენერალურმა მდივანმა გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.

24-დეკემბერი-2021

24-დეკემბერი-2021

“პატარა ქვეყნის დიპლომატია ეგზისტენციალურია, თქვენ ხელშია ქვეყნის რეპუტაცია, მის მიმართ ნდობა, და მაშასადამე მისი მხარდაჭერა" - სალომე ზურაბ...

22 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაში – "საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე" მიიღო მონაწილეობა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მიმართა.

24-დეკემბერი-2021

24-დეკემბერი-2021

„მინდა ბატონ მინისტრს, დავით ზალკალიანს და მთელს თქვენს შემადგენლობას გადავუხადო მადლობა“- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის მონა...

ელჩების ყოველწლიური კონფერენციის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“ მონაწილეებს გახსნით სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

23-დეკემბერი-2021

23-დეკემბერი-2021

ელჩების ყოველწლიური კონფერენცია 2021 “საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე” ვირტუალურ რეჟიმში მიმდიანრეობს

2021 წლის 22-24 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში იმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2021 – საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“.

21-დეკემბერი-2021

21-დეკემბერი-2021

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საელჩოს დაფარვის ქვეყანაში, შრი ლანკის დემოკრატიუ...

შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში გაიმართა ელჩის შეხვედრა შრი ლანკის ტურიზმის მინისტრთან, ბატონ პრასანა რანატუნგასთან, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების, ასევე ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმის უახლოეს მომავალში გაფორ...

< 1 2 3 4 5  ... >