საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტაილანდის სამეფოში საქართველოს მოქალაქეებისთვის ,,Visa on Arrival" ამოქმედდება

13.12.2018 ტაილანდი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი ( რეზიდენციით ქ. ნიუ-დელი) აგრძელებს შეხვედრებს ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში,სადაც ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება ,,Visa on Arrival", რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

ვიზიტის ფარგლებში, 11 დეკემბერს, ქ. ბანგკოკში გაიმართა არჩილ ძულიაშვილის აუდიენცია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნთან (Her Royal Highness Maha Chakri Sirindhorn).

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. მათ შორის საუბარი შეეხო ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც იგი გაეცნო საქართველოს ისტორიასა და კულტურას. მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა გამოთქვა დაინტერესება ახლოს გაიცნოს საქართველოს კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ქართული ხელოვნება. მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიზიტის ფარგლებში,8 დეკემბერს, ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჯირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნს (His Majesty Maha Vajiralongkorn Bodindradebayavarangkun King of Thailand) რწმუნებათა სიგელები გადასცა.

11-მარტი-2019

11-მარტი-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

11.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2019 წლის 10 მარტს ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის კატასტროფის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 157 მგზავრი.

01-მარტი-2019

01-მარტი-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

01.03.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) იოგეშვარ სანგვანს შეხვდა.

28-თებერვალი-2019

28-თებერვალი-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკა...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, მ.წ. 27 თებერვალს ნეპალის აღმოსავლეთ რეგიონში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 7 ადამიანის, მათ შორის, ნეპალის კულტურის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, რაბინდრა ადჰიკარის სიცოცხლე.

26-თებერვალი-2019

26-თებერვალი-2019

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი - Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება საქართველოს ეკონომიკური პროგრესის აღიარებაა

26.02.2019, ჟენევა - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი რობერტო აზევადო Fitch-ის რეიტინგში დაწინაურებას საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის პროგრესის აღიარებაა. ამის შესახებ აზევადომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემ...

< 1 2 3 4 5  ... >