საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წლიური ეროვნული პროგრამის განხილვისას საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესზე ისაუბრა

საქართველო წინ მიიწევს და ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს ინტეგრაციის გზაზე, რაც მას ნატო-ს წევრობასთან აახლოებს. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ყოვლისმომცველი რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში და საქართველო წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ისაუბრა, რომელიც ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

სტოლტენბერგის განცხადებით, 2018 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ დინამიური იყო. რისი ნათელი დადასტურებაა, ივლისის სამიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან უმაღლეს დონეზე და ერთობლივი განცხადების მიღება.

ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. შეხვედრაზე საქართველოს 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი განიხილეს.

მოკავშირეების მხრიდან უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სექტორის რეფორმები.

საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ ალიანსი შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინასთან მიმართებაში. მოკავშირეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებისა და მძიმე უსაფრთხოებისა, ისევე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ.

სხდომაზე, ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული დახმარება, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს როგორც ნატო-ს ასპირანტ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

12-იანვარი-2019

12-იანვარი-2019

საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

2019 წლის 11 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

17-დეკემბერი-2018

17-დეკემბერი-2018

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენც...

2018 წლის 18-21 დეკემბერს თბილისში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

17-დეკემბერი-2018

17-დეკემბერი-2018

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (“Georgia Support Act”)

17.12.2018 თბილისი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია.

< 1 2 3 4 5  ... >