საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოს დელეგაცია ეწვია

2019 წლის 4-8 აგვისტოს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოს დელეგაცია მისი თავმჯდომარის, პროფესორ არვინდ პ. ჯამქედჰარის მეთაურობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პროფესორი კუმარ რატნამი (სწავლული მდივანი), დოქტორი რაჯეშ კუმარი (დირექტორი გამომცემლობის და ბიბლიოთეკის დარგში), დოქტორი ომ ჯიი უპადჰიაი (დოქტორი კვლევების დარგში) და დოქტორი ნუპურ სინგჰი (თავმჯდომარის თანაშემწე). 

დელეგაცია ეწვია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და შეხვდა ცენტრის დირექტორს ზაზა აბაშიძეს. საუბრისას შეეხნენ ხელნაწერთა კვლევის და ისტორიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. უფრო ადრე ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე მიმართულებით ერთობლივი კონფერენციის და სემინარების ჩატარება, მეცნიერთა ურთიერთგაცვლა.

საქართველოში ვიზიტამდე ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭომ, რომელიც ინდოეთში მთავარი ორგანიზაციაა ისტორიული, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კვლევების სფეროში, გამოითხოვა მასალები ინდოეთის არქივებიდან და გაირკვა, რომ წინასწარი მონაცემებით ინდოეთის ეროვნულ არქივში დაცულია საინტერესო დოკუმენტები XX საუკუნის დასაწყისის და პირველი რესპუბლიკის დროინდელ საქართველოზე.

დელეგაციის მეთაურმა, პროფესორმა ჯამქედჰარმა აღუთქვა ბატონ ზ.აბაშიძეს, რომ ქართული ან საქართველოზე არსებული მასალის მოძიება ინდოეთის არქივებში გაგრძელდება და ინფორმაცია შედეგებზე გამოიგზავნება ხელნაწერთა ცენტრში.

საქართველოში ყოფნისას ინდოელი სტუმრები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სადაც შეხვედრა ჰქონდათ მუზეუმის დირექტორ, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძესთან და მუზეუმის დირექციის წარმომადგენლებთან. იმავე დღეს (5 აგვისტოს) დელეგაცია ეწვია დმანისის არქეოლოგიურ ექსპედიციას. 6 აგვისტოს ინდოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს მცხეთა და ეწვივნენ არქეოლოგიურ ექსპედიციას გრაკლიანში, სადაც იქაურ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე მათ ესაუბრა ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. 7 აგვისტოს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვიზიტის შემდეგ დელეგაციის წევრები შეხვდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს ზვიად გაბისონიას და მის მოადგილეს ჯაბა სამუშიას. სტუმრებს მუდმივად თან ახლდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები – ვ. კვანტალიანი და თ. ჟღენტი.

ეს მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ვიზიტი განხორციელდა ინდოეთში საქართველოს საელჩოს და პირადად საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით.


17-იანვარი-2020

17-იანვარი-2020

2020 წლის 15 იანვარს ინდოეთის რესუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა, შეხვედრა გამართა პოლიტიკური პარტია "დრავიდრა მუნეტრა ...

2020 წლის 15 იანვარს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ტამილნადუს შტატის ქალაქ ჩენაიში შეხვედრა გამართა ინდოეთის პარტია "დრავიდრა მუნეტრა კაჯაგამ"-ის პრეზიდენტთან ბ-ნ მ. კ. სტალინთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიოში ცნობილი ქურირგი, MGM Healthcare-ს ინსტიტუტის დირექტორი, ...


25-დეკემბერი-2019

25-დეკემბერი-2019

აშშ-ს საბიუჯეტო კანონი საქართველოსთვის გაზრდილ საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს და კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარებ...

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. ნიშნადობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონ...

12-დეკემბერი-2019

12-დეკემბერი-2019

საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 10 -11 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქ მალეს, სადაც 11 დეკემბერს საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი პო...

< 1 2 3 4 5  ... >