საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალიამ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში უკრაინულ მხარესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრაში

2021 წლის 14 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში უკრაინულ მხარესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას მიეძღვნა. ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ თანმიმდევრულად ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

თავის მხრივ, ალიანსის წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავლსაზრისით გააღრმაონ თანამშრომლობა საქართველოსთან და უკრაინასთან. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ალიანსს შორის ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკული თანამშრომლობა. ქართულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატო-ს ღონისძიებებში.

შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა დაადასტურეს ერთგულება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი და მადლიერებით აღნიშნეს, რომ საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალ წევრს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ხაზი გაუსვეს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურ როლს რეგიონში.
ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველი მოადგილე ასევე შეხვდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას. ლაშა დარსალიამ ესპანელ დიპლომატს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და თავსებადი პარტნიორია.

NAC-ის შემდეგ შედგა ლაშა დარსალიას შეხვედრა უკრაინულ დელეგაციასთან, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორ ოლექსანდრ ლიტვინენკოს ხელმძღვანელობით. განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და ამ მიმართულებებით როგორც ალიანსთან, ისე ორ ქვეყანას შორის კოორდინაციის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები.

19-იანვარი-2022

19-იანვარი-2022

ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება - დავით ზალკალიანი

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატოს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და ...

18-იანვარი-2022

18-იანვარი-2022

ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანსში, სადაც საქართველომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის, ას...

17-იანვარი-2022

17-იანვარი-2022

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იემენში ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის- „რავა...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 2 იანვარს იემენში, ჰოდეიდას ნაპირთან ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის - „რავაბის“ გატაცებასთან დაკავშირებით.

15-იანვარი-2022

15-იანვარი-2022

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დავით ზალკალიანთან საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთა...

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა ...

< 1 2 3 4 5  ... >