საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, ბ-ნი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი გოას შტატში

2021 წლის 14-17 სექტემბერს, გოას შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის, არჩილ ძულიაშვილის შეხვედრები შტატის გუბერნატორთან, ბატონ სრიდჰარან პილაისთან და შტატის მთავარ მინისტრთან, ბატონ პრამოდ სავანტთან.

შეხვედრებისას ხაზი გაესვა გოასა და საქართველოს შორის ღრმა ისტორიული და სულიერი კავშირების არსებობას, გოაში აღმოჩენილი წმ. ქეთევან დედეოფლის წმინდა ნაწილების სახით. 

განხილულ იქნა გოასა და კახეთის რეგიონს შორის დაძმობილების პერსპექტივა, რაც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დოქტორ ს. ჯაიშანკარის მიერ გაჟღერდა საქართველოში ა.წ. ივლისში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. 

განხილულ იქნა ასევე ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გოას არქეოლოგიურ მუზეუმში წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ორიგინალის ნაწილის განსათავსებლად სპეციალური ოთახის გამოყოფის მნიშვნელობაზე, ინდურ მხარეს ეთხოვა მხარდაჭერა ამ კუთხით, ასევე 2022 წლის  პირველ ნახევარში, გოაში დაგეგმილი წმ. ქეთევანის სახელობის საკრალური მუსიკის ფესტივალის ჩატარების საკითხში.

შეხვედრებისას ხაზი გაესვა გოაში საქართველოს საპატიო საკონსულოს უახლოეს მომავალში გახსნის მნიშვნელობას, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და კონკრეტული პროექტების განხორციელების საქმეში. 

შეხვედრებს ქართული მხრიდან დაესწრნენ საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ლაშა ჯაფარიძე და გოას შტატში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატი, აკაშ ტიმბლო. 





19-იანვარი-2022

19-იანვარი-2022

ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება - დავით ზალკალიანი

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატოს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და ...

18-იანვარი-2022

18-იანვარი-2022

ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანსში, სადაც საქართველომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის, ას...

17-იანვარი-2022

17-იანვარი-2022

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იემენში ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის- „რავა...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 2 იანვარს იემენში, ჰოდეიდას ნაპირთან ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის - „რავაბის“ გატაცებასთან დაკავშირებით.

15-იანვარი-2022

15-იანვარი-2022

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დავით ზალკალიანთან საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთა...

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა ...

< 1 2 3 4 5  ... >