საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“

2018 წლის 18-21 დეკემბერს თბილისში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და  საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

კონფერენციაზე შეაფასებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას, წარმოადგენენ ახალ ინიციატივებს და განიხილავენ 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს.

კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით. განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციებს და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ადამიანური რესურსების მართვის, პროფესიული განვითარების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კრიზისული სიტუაციების მართვის და სხვა მიმართულებით. 

„ელჩების კონფერენციის“ მონაწილეები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

„ელჩების კონფერენცია 2018“  21 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით დასრულდება.

25-ნოემბერი-2019

25-ნოემბერი-2019

საგარეო საქმეთა სამინისტრო უერთდება 16-დღიან სამთავრობო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

25.11.2019 - საგარეო საქმეთა სამინისტრო უერთდება 16-დღიან სამთავრობო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

09-ნოემბერი-2019

09-ნოემბერი-2019

ქ. ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს განცხადება ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო მოუწოდებს ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გამოიჩინონ ყურადღება და სიფრთხილე.

05-ნოემბერი-2019

05-ნოემბერი-2019

საქართველოს ელჩი Tata Power-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

2019 წლის 5 ნოემბერს ინდოეთში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდური კომპანია Tata Power-ის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელთან ბატონ პრავირ სინჰასთან.

25-ოქტომბერი-2019

25-ოქტომბერი-2019

ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელება დაიწყება

2019 წლის 28 დეკემბრიდან კომპანია "Thai AirAsia X" იწყებს ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

< 1 2 3 4 5  ... >