საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებულია, როგორც ერთიანი ქვეყანა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას ისტორიული ფაქტების არასწორად, ტენდენციურად და სუბიექტურად წარმოჩენის მაგალითი უწოდა.

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ხასიათის განცხადებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია. ეს არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით და არასწორ კონტექსტში გაკეთებული განცხადებები“ - განაცხადა ზალკალიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად იცნობს რეალურ სიტუაციას და ისტორიულ ფაქტებს, რაზეც მეტყველებს ის, რომ საქართველო მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან აღიარებულია როგორც ერთიანი, სუვერენული და ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

რაც შეეხება ისტორიულ წარსულს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი ფაქტი არსებობს, რომლებიც არგუმენტირებულად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი საქართველოს ძირძველი ტერიტორიებია. 

„თუ კი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ისტორიკოსებმა იმსჯელონ ამაზე. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავდგათ დეესკალაციისაა და დეოკუპაციისკენ მიმართული ნაბიჯები“ - განაცხადა მინისტრმა, მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია არ შეცვლილა და ის მუდმივად იზრუნებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, კერძოდ, ჟენევის ფორმატის ფარგლებში, სადაც მუდმივად ხდება იმის დაფიქსირება რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს და ყველა ნაკისრი საერთაშორისო ნორმა და ვალდებულება უნდა შესრულდეს“. 

17-იანვარი-2020

17-იანვარი-2020

2020 წლის 15 იანვარს ინდოეთის რესუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა, შეხვედრა გამართა პოლიტიკური პარტია "დრავიდრა მუნეტრა ...

2020 წლის 15 იანვარს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ტამილნადუს შტატის ქალაქ ჩენაიში შეხვედრა გამართა ინდოეთის პარტია "დრავიდრა მუნეტრა კაჯაგამ"-ის პრეზიდენტთან ბ-ნ მ. კ. სტალინთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიოში ცნობილი ქურირგი, MGM Healthcare-ს ინსტიტუტის დირექტორი, ...


25-დეკემბერი-2019

25-დეკემბერი-2019

აშშ-ს საბიუჯეტო კანონი საქართველოსთვის გაზრდილ საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს და კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარებ...

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. ნიშნადობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონ...

12-დეკემბერი-2019

12-დეკემბერი-2019

საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 10 -11 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქ მალეს, სადაც 11 დეკემბერს საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი პო...

< 1 2 3 4 5  ... >