საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის 4 ხელშეკრულება გაფორმდა

11.07.2019 - ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის 4 ხელშეკრულება გაფორმდა.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უნგრეთის მხრიდან კი საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

კონფერენციის ფარგლებში ხელი ასევე მოეწერა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უნგრული ენისა და კულტურის სწავლების შესახებ“ შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ხოლო უნგრეთის მხრიდან საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და უნგრეთის საელჩოს შორის სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დახმარების შესახებ“ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზ ნიკოლოზ გვარლიანმა.

ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკს შორის, რომელსაც ხელი მოაწერა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ექსპორტ-იმპორტის ბანკის წარმომადგენელმა რობერტ გრილიოვმა.

17-იანვარი-2020

17-იანვარი-2020

2020 წლის 15 იანვარს ინდოეთის რესუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა, შეხვედრა გამართა პოლიტიკური პარტია "დრავიდრა მუნეტრა ...

2020 წლის 15 იანვარს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ტამილნადუს შტატის ქალაქ ჩენაიში შეხვედრა გამართა ინდოეთის პარტია "დრავიდრა მუნეტრა კაჯაგამ"-ის პრეზიდენტთან ბ-ნ მ. კ. სტალინთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიოში ცნობილი ქურირგი, MGM Healthcare-ს ინსტიტუტის დირექტორი, ...


25-დეკემბერი-2019

25-დეკემბერი-2019

აშშ-ს საბიუჯეტო კანონი საქართველოსთვის გაზრდილ საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს და კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარებ...

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. ნიშნადობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონ...

12-დეკემბერი-2019

12-დეკემბერი-2019

საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 10 -11 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქ მალეს, სადაც 11 დეკემბერს საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი პო...

< 1 2 3 4 5  ... >