საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბათუმის კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის 47 მილიონ ევრომდე ოდენობის საფინანსო შეთანხმებები გაფორმდა

11.07.2019 ქ. ბათუმი - ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას “უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად“ ("EU4 Security, Accountability and Fight against Crime in Georgia (SAFE)", რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 28 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.

აღნიშნული პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა გადაუდებელი კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მხარდაჭერა და კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების გზით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერება.

ასევე, ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას „ევროკავშირი საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად”, რომლის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონ ევრომდე (18 640 000)დახმარებას მიიღებს. აღნიშული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების განმტკიცებას, მათ შორის გარე აუდიტის ეფექტურობის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების ზედამხედველობის პროცესში დამოუკიდებელი მონიტორინგისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი საგარეო საქმეთა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მოაწერა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან- ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების დირექტორმა ლორენს მერედიტმა.

30-აგვისტო-2019

30-აგვისტო-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვით...

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

30-აგვისტო-2019

30-აგვისტო-2019

“პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართ...

30.08.2019 ქ. თბილისი- “პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე - ამის შესახებ საქრათველოს საგარეო სამეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებ...

28-აგვისტო-2019

28-აგვისტო-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მიდვანთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

26-აგვისტო-2019

26-აგვისტო-2019

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარები...

< 1 2 3 4 5  ... >