საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.

09-ნოემბერი-2019

09-ნოემბერი-2019

ქ. ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს განცხადება ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო მოუწოდებს ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გამოიჩინონ ყურადღება და სიფრთხილე.

05-ნოემბერი-2019

05-ნოემბერი-2019

საქართველოს ელჩი Tata Power-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

2019 წლის 5 ნოემბერს ინდოეთში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდური კომპანია Tata Power-ის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელთან ბატონ პრავირ სინჰასთან.

25-ოქტომბერი-2019

25-ოქტომბერი-2019

ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელება დაიწყება

2019 წლის 28 დეკემბრიდან კომპანია "Thai AirAsia X" იწყებს ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

24-ოქტომბერი-2019

24-ოქტომბერი-2019

საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, შეხვედრა გამართა ტაილანდის სავაჭრო პალატის ვიცე-თავმჯდომარეებთან

2019 წლის 24 ოქტომბერს, ტაილანდის სამეფოში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში) არჩილ ძულიაშვილმა, ბანგკოკში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ტაილანდის სავაჭრო პალატის ვიცე-თავმჯდომარეებთან დოქტ. ჯინგჯაი ჰანჩანლაშთან და ბ-ნ ჩუსაკ ჩუენპრაიოთთან.

< 1 2 3 4 5  ... >