საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.“

25-ოქტომბერი-2019

25-ოქტომბერი-2019

ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელება დაიწყება

2019 წლის 28 დეკემბრიდან კომპანია "Thai AirAsia X" იწყებს ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

24-ოქტომბერი-2019

24-ოქტომბერი-2019

საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, შეხვედრა გამართა ტაილანდის სავაჭრო პალატის ვიცე-თავმჯდომარეებთან

2019 წლის 24 ოქტომბერს, ტაილანდის სამეფოში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში) არჩილ ძულიაშვილმა, ბანგკოკში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ტაილანდის სავაჭრო პალატის ვიცე-თავმჯდომარეებთან დოქტ. ჯინგჯაი ჰანჩანლაშთან და ბ-ნ ჩუსაკ ჩუენპრაიოთთან.

27-სექტემბერი-2019

27-სექტემბერი-2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება

2019 წლის 27 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.

26-სექტემბერი-2019

26-სექტემბერი-2019

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბ-ნი ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიზიტი ქ. ნიუ დელიში

2019 წლის 27 სექტემბერს, მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, ქ. ნიუ დელიში ვიზიტით იმყოფებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბ-ნი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

< 1 2 3 4 5  ... >