საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.“

24-ივლისი-2019

24-ივლისი-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ნეპალში

2019 წლის 21-24 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კატმანდუს, სადაც 22 ივლისს საქართველოსა და ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გ...

19-ივლისი-2019

19-ივლისი-2019

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნოლოგიური სერვისების კომპანია VFS Global-თან მემორანდუმი გააფორმა

19.07.2019 ნიუ-დელი - ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის გაფორმდა მორიგი მემორანდუმი.

18-ივლისი-2019

18-ივლისი-2019

ტოლერანტობის თვალსაზრისით, საქართველო სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის - დავით ზალკალიანი

18.07.2019 ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

18-ივლისი-2019

18-ივლისი-2019

დავით ზალკალიანი დღეს ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს

18.07.2019 ვაშინგტონი- ​ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს.

< ... 6 7 8 9 10  ... >