საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მიდვანთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

გენერალურ მდივანთან სატელეფონო ზარს წინ უძღოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, როგორც ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან.

დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესსა და დაკავებებზე. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი ერთგულება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების გათვალიწინებით, აღინიშნა საკითხის განხილვის მნიშვნელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილებას.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. ხაზი გაესვა გაეროს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, რათა შეჩერებული იქნას დესტრუქციული და ვიტარების ესკალაციისაკენ მიმართული პროცესები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

07-თებერვალი-2020

07-თებერვალი-2020

2020 წლის 3-6 თებერვალს შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ნიუ დელი) ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტი...

2020 წლის 3-6 თებერვალს შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ნიუ დელი) ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში, სადაც დაესწრო შრი ლანკის დამოუკიდებლობის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმსა და ოფიციალურ მიღებებ...

01-თებერვალი-2020

01-თებერვალი-2020

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

30.01.2020 ქ. ვენა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივ კომიტეტს გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.

30-იანვარი-2020

30-იანვარი-2020

2020 წლის 27 იანვარს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ქ. ჩენაიში შეხვედრა გამართა ტამილნადუს შტატის მთავარ მინისტრთ...

2020 წლის 27 იანვარს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ქ. ჩენაიში შეხვედრა გამართა ტამილნადუს შტატის მთავარ მინისტრთან ბატონ თირუ ედაპადი კ. პალანისვამისთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთის ტამილნადუს შტატს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები.

28-იანვარი-2020

28-იანვარი-2020

ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას - ზალკალიანი PACE სესიაზე

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

< 1 2 3 4 5  ... >