საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მიდვანთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

გენერალურ მდივანთან სატელეფონო ზარს წინ უძღოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, როგორც ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან.

დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესსა და დაკავებებზე. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი ერთგულება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების გათვალიწინებით, აღინიშნა საკითხის განხილვის მნიშვნელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილებას.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. ხაზი გაესვა გაეროს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, რათა შეჩერებული იქნას დესტრუქციული და ვიტარების ესკალაციისაკენ მიმართული პროცესები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

09-აგვისტო-2019

09-აგვისტო-2019

2019 წლის 8 აგვიტოს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა

2019 წლის 8 აგვიტოს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.

08-აგვისტო-2019

08-აგვისტო-2019

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

08-აგვისტო-2019

08-აგვისტო-2019

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაუშვეს

08.08.2019 - საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

08-აგვისტო-2019

08-აგვისტო-2019

საქართველოს ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოს დელეგაცია ეწვია

2019 წლის 4-8 აგვისტოს საქართველოს ეწვია ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოს დელეგაცია, მისი თავმჯდომარის პროფესორ არვინდ პ. ჯამქედჰარის მეთაურობით.

< 1 2 3 4 5  ... >