საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მიდვანთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

გენერალურ მდივანთან სატელეფონო ზარს წინ უძღოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, როგორც ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან.

დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესსა და დაკავებებზე. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი ერთგულება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების გათვალიწინებით, აღინიშნა საკითხის განხილვის მნიშვნელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილებას.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. ხაზი გაესვა გაეროს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, რათა შეჩერებული იქნას დესტრუქციული და ვიტარების ესკალაციისაკენ მიმართული პროცესები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

17-მარტი-2020

17-მარტი-2020

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო იოგას ფესტივალში

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო იოგას ფესტივალში, რომელიც 2020 წლის 1-7 მარტს გაიმართა ინდოეთის უტარაქანდის შტატის ქალაქ რიშიკეშში, პარმართ ნიკეტან აშრამში.

17-მარტი-2020

17-მარტი-2020

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტით ეწვია ინდოეთის უტარაქანდის ქალაქ დეჰრადუნს, სადაც გაიმართა მისი შეხვედრა უტა...

2020 წლის 1 მარტს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტით ეწვია ინდოეთის უტარაქანდის ქალაქ დეჰრადუნს, სადაც გაიმართა მისი შეხვედრა უტარაქანდის შტატის მთავარ მინისტრთან შრი ტრივენდრა სინგჰ რავატთან.

16-მარტი-2020

16-მარტი-2020

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ

16.03.2020 თბილისი - საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ.

14-მარტი-2020

14-მარტი-2020

საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება ინდოეთის რესპუბლიკაში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. ნიუ დელიში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, მოქმედებს ცხელი ხაზი მითითებულ ნომერზე +91 920 54 88 477.

< ... 6 7 8 9 10  ... >