საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მიდვანთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

გენერალურ მდივანთან სატელეფონო ზარს წინ უძღოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, როგორც ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან.

დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესსა და დაკავებებზე. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი ერთგულება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების გათვალიწინებით, აღინიშნა საკითხის განხილვის მნიშვნელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილებას.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. ხაზი გაესვა გაეროს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, რათა შეჩერებული იქნას დესტრუქციული და ვიტარების ესკალაციისაკენ მიმართული პროცესები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

28-თებერვალი-2020

28-თებერვალი-2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით

28.02.2020 - კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის...

26-თებერვალი-2020

26-თებერვალი-2020

ქ. ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს განცხადება ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ინდოეთში საქართველოს მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ჩრდილო-აღმოსავლეთ დელიში ძალადობრივი დემონსტრაციების ფონზე; თავიდან უნდა იქნას აცილებული დემონსტრაციებთან ახლოს ყოფნა.

25-თებერვალი-2020

25-თებერვალი-2020

On February 25, 2020, the National Flag of Georgia is flying at half-mast at the premise of the Embassy of Georgia in New Delhi

Pursuant to the Resolution of the Parliament of Georgia of July 21, 2010, N 3567, every February 25 is declared as the Soviet Occupation Day.

18-თებერვალი-2020

18-თებერვალი-2020

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის, ბ-ნ არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დას...

2020 წლის 18 თებერვალს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მიმართულების მდივანთან ბ-ნ ვიკას სვარუპთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში მიმდ...

< ... 6 7 8 9 10  ... >