საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მიდვანთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

გენერალურ მდივანთან სატელეფონო ზარს წინ უძღოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, როგორც ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან.

დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესსა და დაკავებებზე. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი ერთგულება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების გათვალიწინებით, აღინიშნა საკითხის განხილვის მნიშვნელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილებას.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. ხაზი გაესვა გაეროს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, რათა შეჩერებული იქნას დესტრუქციული და ვიტარების ესკალაციისაკენ მიმართული პროცესები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

17-თებერვალი-2020

17-თებერვალი-2020

დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას ანიტა ფაცაციას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ინდური მხარის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა

14.02.2020 ქ. მიუნხენი- მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

14-თებერვალი-2020

14-თებერვალი-2020

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის შეხვედრა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მინისტრთან, ჰარდიპ სინგჰ პურისთან

2020 წლის 14 თებერვალს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მინისტრთან ჰარდიპ სინგჰ პურისთან.

11-თებერვალი-2020

11-თებერვალი-2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ტაილანდის სამეფოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.02.2020 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 2020 წლის 8 თებერვალს ტაილანდში, ქალაქ ნახონ რატჩასიმაში (Nakhon Ratchasima) განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა 29 და დაშავდა 50 ზე მეტი ადამიანი.

07-თებერვალი-2020

07-თებერვალი-2020

2020 წლის 3-6 თებერვალს შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ნიუ დელი) ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტი...

2020 წლის 3-6 თებერვალს შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ნიუ დელი) ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში, სადაც დაესწრო შრი ლანკის დამოუკიდებლობის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმსა და ოფიციალურ მიღებებ...

< ... 6 7 8 9 10  ... >