საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები, წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

ამასთანავე, ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

18-თებერვალი-2020

18-თებერვალი-2020

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის, ბ-ნ არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დას...

2020 წლის 18 თებერვალს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მიმართულების მდივანთან ბ-ნ ვიკას სვარუპთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში მიმდ...

17-თებერვალი-2020

17-თებერვალი-2020

დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას ანიტა ფაცაციას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ინდური მხარის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა

14.02.2020 ქ. მიუნხენი- მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

14-თებერვალი-2020

14-თებერვალი-2020

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის შეხვედრა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მინისტრთან, ჰარდიპ სინგჰ პურისთან

2020 წლის 14 თებერვალს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მინისტრთან ჰარდიპ სინგჰ პურისთან.

11-თებერვალი-2020

11-თებერვალი-2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ტაილანდის სამეფოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.02.2020 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 2020 წლის 8 თებერვალს ტაილანდში, ქალაქ ნახონ რატჩასიმაში (Nakhon Ratchasima) განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა 29 და დაშავდა 50 ზე მეტი ადამიანი.

< 1 2 3 4 5  ... >