საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე -დავით ზალკალიანი

30.08.2019 ქ. თბილისი- “პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე - ამის შესახებ საქრათველოს საგარეო სამეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით დიპლომატიური უწყება 24 საათიან მუდმივ კონტაქტზეა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება ბოლო განვითარების შესახებ.

“ გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთელი დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩენი ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად. ვითარების დეესკალაცია აუცილებელია. ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში და მე მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე” - განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით ვითარების დარეგულირებაში ჩართულია ყველა სუბიექტი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მექანიზმის მონაწილეები “ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებშიც შეხვედრაზე იმყოფება. ასევე ევროკავშირის მისია, მე მაქვს ჩემ კოლეგებთან კომუნიკაცია, ისინიც არიან ინფორმირებული. ამ სიტუაციაში აუცილებელია განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენი მხრიდან ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი” განაცხადა მინისტრმა. დავით ზალკალიანი სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნული ელჩთან შევხედრის დასრულების შემდეგ გამოემხაურა.

19-აგვისტო-2019

19-აგვისტო-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა

19.08.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების საკითხზე საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა ...

17-აგვისტო-2019

17-აგვისტო-2019

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ვლადიმერ კონსტანტინიდის კომენტარი საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით

შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცების გამო.

17-აგვისტო-2019

17-აგვისტო-2019

დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა

17.08.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ.

15-აგვისტო-2019

15-აგვისტო-2019

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო სამუშაოებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის კომენტარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო სამუშაოებთან დაკავშირებით:

< 1 2 3 4 5  ... >