საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელება დაიწყება

ტაილანდის სამეფოში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში) არჩილ ძულიაშვილმა ბანგკოკში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 2019 წლის 25 ოქტომბერს შეხვედრა გამართა კომპანია "Thai AirAsia X"-ის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელთან ნადდა ბურანასირისთან. ა.წ. 28 დეკემბრიდან კომპანია იწყებს ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპრილიდან ტაილანდში მგზავრობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ტაილანდის საზღვარზე აიღონ ტაილანდის ტურისტული ვიზა 15-დღიანი პერიოდით. ასევე, ძალაშია შესული და მოქმედებს მხარეებს შორის 2018 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს მთავრობებს შორის შეთანხმება დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოსა და ტაილანდის მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა მომავალში პირდაპირი რეგულარული რეისების დასაწყებად. ამასთან დაკავშირებით, 2019 წლის ნოემბერში ქ. თბილისში დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ასევე ტაილანდის სამოქალაქო ავიაციის უწყების წარმომადგენელთა მიერ მოლაპარაკებების გამართვა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტში საქართველოს ვიზიტით ეწვია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნი, რომლის ვიზიტმა ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტაილანდიდან საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდას. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, ტაილანდიდან საქართველოს ეწვია 4,971 ვიზიტორი, რაც 110.4%-იან ზრდას შეადგენს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

29-მარტი-2020

29-მარტი-2020

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ .

28-მარტი-2020

28-მარტი-2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

დღეს, 28 მარტს, სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

27-მარტი-2020

27-მარტი-2020

ნატო-ს გენერალური მდივანი- საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას

2020 წლის 27 მარტს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

26-მარტი-2020

26-მარტი-2020

საქართველოს საელჩო ქ. ნიუ დელიში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, მოქმედებს ცხელი ხაზი მითითებულ ნომერზე +91 920 54 88 477

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. ნიუ დელიში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, მოქმედებს ცხელი ხაზი მითითებულ ნომერზე +91 920 54 88 477.

< 1 2 3 4 5  ... >