საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აშშ-ს საბიუჯეტო კანონი საქართველოსთვის გაზრდილ საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს და კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. ნიშნადობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას.

აქტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი მოუწოდებს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ს აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

აქტი ძალაში შევიდა პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე. კანონის სრული ტექსტი დღეს გასაჯაროვდა:
https://www.congress.gov/bill/116th-congress/house-bill/1865/text?q=%7B%22search%22%3A%5B%22H.R.+1865%22%5D%7D&r=1&s=3 

18-თებერვალი-2020

18-თებერვალი-2020

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის, ბ-ნ არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დას...

2020 წლის 18 თებერვალს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მიმართულების მდივანთან ბ-ნ ვიკას სვარუპთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში მიმდ...

17-თებერვალი-2020

17-თებერვალი-2020

დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას ანიტა ფაცაციას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ინდური მხარის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა

14.02.2020 ქ. მიუნხენი- მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

14-თებერვალი-2020

14-თებერვალი-2020

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის შეხვედრა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მინისტრთან, ჰარდიპ სინგჰ პურისთან

2020 წლის 14 თებერვალს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მინისტრთან ჰარდიპ სინგჰ პურისთან.

11-თებერვალი-2020

11-თებერვალი-2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ტაილანდის სამეფოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.02.2020 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 2020 წლის 8 თებერვალს ტაილანდში, ქალაქ ნახონ რატჩასიმაში (Nakhon Ratchasima) განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა 29 და დაშავდა 50 ზე მეტი ადამიანი.

< 1 2 3 4 5  ... >