საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას - ზალკალიანი PACE სესიაზე

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ლიეტუვის დეპუტატის შეკითხვაზე,  კონფლიქტებთან მიმართებაში ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების საკითხთან დაკავშირებით, მინისტრმა ეროვნულ დონეზე უპასუხა და მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება გაუარესდა, სამწუხაროდ, ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის პროცესი გრძელდება” - განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც ახსენა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება.

„ახლაც კი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს პროცესი გრძელდება. ასევე მინდა, გავიხსენო გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევა, როდესაც ექიმი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან პაციენტს სტუმრობდა, დააკავეს, რაც შემაძრწუნებელი ფაქტი იყო. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, საერთაშირისო საზოგადოების კონსოლიდაციაა, რასაც ვაკეთებთ მუდმივად, თქვენი დახმარებით, სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ჩარჩოს გამოყენებით, ეს უნდა გავაგრძელოთ“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, აუცილებელია გაძლიერდეს ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და ეს არის რუსეთის ფედერაცია.

„უნდა გავზარდოთ ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა – ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელთანაც ასევე ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება. ბოლო მაგალითი არის ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონი, სადაც კიდევ ერთხელ დაირღვა საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპები – გადაადგილების თავისუფლება. ამ გამოწვევას ვაწყდებით ორივე რეგიონში, რომელიც არის ოკუპირებული. აფხაზეთში, გალის რაიონში, სადაც ეთნიკურ ქართველებს აიძულებენ, უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. მათ არ აქვთ საშუალება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათ არ აქვთ წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებთან და ეს ხდება ოცდამეერთე საუკუნეში, რაც მიუღებელია. ეს უნდა განიხილონ ყველა საერთაშორისო ფორმატში. ერთადერთი ინსტრუმენტი ამაზე საპასუხოდ არის მუდმივი საუბარი აღნიშნულ საკითხზე და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ არალეგალურ აქტივობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას, რათა მან გააგრძელოს ეს არალეგალური აქტივობა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

29-მარტი-2020

29-მარტი-2020

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ .

28-მარტი-2020

28-მარტი-2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

დღეს, 28 მარტს, სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

27-მარტი-2020

27-მარტი-2020

ნატო-ს გენერალური მდივანი- საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას

2020 წლის 27 მარტს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

26-მარტი-2020

26-მარტი-2020

საქართველოს საელჩო ქ. ნიუ დელიში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, მოქმედებს ცხელი ხაზი მითითებულ ნომერზე +91 920 54 88 477

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. ნიუ დელიში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, მოქმედებს ცხელი ხაზი მითითებულ ნომერზე +91 920 54 88 477.

< 1 2 3 4 5  ... >