საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 3-6 თებერვალს შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ნიუ დელი) ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში, სადაც დაესწრო შრი ლანკის დამოუკიდებლობის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმსა და ოფიციალურ მიღებებს

2020 წლის 3-6 თებერვალს შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ნიუ დელი) ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში, სადაც დაესწრო შრი ლანკის დამოუკიდებლობის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმსა და ოფიციალურ მიღებებს, რომლის დროსაც საუბარი გაიმართა  შრი ლანკის პრეზიდენტ ბ-ნ გოტაბაია რაჯაპაკსასთან და შრი ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრ ბ-ნ დინეშ გუნავარდენასთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ასევე გამართა შეხვედრა შრი ლანკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობებზე პასუხისმგებელ დამატებით მდივანთან ბ-ნ ა. მ. ჯ. სადიქთან და განიხილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

 

29-მარტი-2020

29-მარტი-2020

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ .

28-მარტი-2020

28-მარტი-2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

დღეს, 28 მარტს, სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

27-მარტი-2020

27-მარტი-2020

ნატო-ს გენერალური მდივანი- საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას

2020 წლის 27 მარტს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

26-მარტი-2020

26-მარტი-2020

საქართველოს საელჩო ქ. ნიუ დელიში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, მოქმედებს ცხელი ხაზი მითითებულ ნომერზე +91 920 54 88 477

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. ნიუ დელიში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, მოქმედებს ცხელი ხაზი მითითებულ ნომერზე +91 920 54 88 477.

< 1 2 3 4 5  ... >