საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საბჭოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ ანგარიში წარუდგინა

2021 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 48-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება.

სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაერო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე. ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად პანდემიისა, უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს სიცოცხლის უფლების ხელყოფის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, გატაცებების, თვითნებური დაკავებების და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის შემთხვევებს. ამავე კონტექსტში ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია - რუსეთის მუდმივი დესტრუქციული ქმედებები ქმნის იძულებით გადაადგილების ახალ საფრთხეს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან მავთულხლართების უკანონო აღმართვამ, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ და სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ გამოიწვია ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება და ადამიანების გარდაცვალება.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე, რომლის უახლეს ნათელ მაგალითებს, ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. „შეთანხმების“ ხელმოწერა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის დუმის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა წარმოადგენს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ხელყოფის ფაქტებს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიერ პასუხისმგებლობაზე თავის არიდების მცდელობისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და ასევე, ადგენს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ.

აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და აფერხებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას, რათა მოხდეს რუსეთის მიერ, ევროკავშირის შუამდგომლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვება.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მომზადდა 2021 წლის 24 მარტს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის (თანამშრომლობა საქართველოსთან) მოთხოვნის შესაბამისად.
გამომდინარე იქიდან, რომ გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს, გასული წლების მსგავსად, კვლავაც არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, უმაღლესი კომისრის ანგარიში შეიცავს მოწოდებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო თუ რეგიონული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების დაშვების თობაზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის დელეგაციებმა.

დელეგაციები მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. ამასთან, დელეგაციებმა გამოხატეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.  ასევე, შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, განათლებისა და საკუთრების უფლების დარღვევის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, თვითნებური დაკავებების, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევებზე. ხაზი გაესვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ ამ უკანასკნელმა დადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროება და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა.

19-იანვარი-2022

19-იანვარი-2022

ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება - დავით ზალკალიანი

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატოს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და ...

18-იანვარი-2022

18-იანვარი-2022

ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანსში, სადაც საქართველომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის, ას...

17-იანვარი-2022

17-იანვარი-2022

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იემენში ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის- „რავა...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 2 იანვარს იემენში, ჰოდეიდას ნაპირთან ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის - „რავაბის“ გატაცებასთან დაკავშირებით.

15-იანვარი-2022

15-იანვარი-2022

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დავით ზალკალიანთან საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთა...

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა ...

< 1 2 3 4 5  ... >