საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი: დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესის სათანადო შეფასებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას.

საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების არსებულ გარემოს.

19-აგვისტო-2019

19-აგვისტო-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა

19.08.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების საკითხზე საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა ...

17-აგვისტო-2019

17-აგვისტო-2019

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ვლადიმერ კონსტანტინიდის კომენტარი საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით

შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცების გამო.

17-აგვისტო-2019

17-აგვისტო-2019

დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა

17.08.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ.

15-აგვისტო-2019

15-აგვისტო-2019

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო სამუშაოებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის კომენტარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო სამუშაოებთან დაკავშირებით:

< 1 2 3 4 5  ... >