საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 8 აგვიტოს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა

2019 წლის 8 აგვიტოს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.

სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ აშშ-ს, ბელგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, საფრანგეთისა და ესტონეთის (როგორც საბჭოს მომავალი წევრი) წარმომადგენლები.

ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 12 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერიდან 11 წლის შემდეგ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი არ არის. მხარეებმა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და საერთაშორისო წესრიგის უგულველყოფას. მხარეებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების გავლების ინტენსიფიკაციის გამო. აღინიშნა, რომ ეს ქმედებები აჭიანურებს კონფლიქტს და ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას. განცხადებაში მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას - სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში. 

განცხადებაში პარტნიორმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების, განსაკუთრებით, მათი საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნების უფლების უპირობო მხარდაჭერა. 

აღინიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და გამოითქვა წუხილი, ამ მიმართულებით პროგრესის არ არსებობის გამო. პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რომ შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა მისცენ. 

განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერა და მხარეებს ჟენევის დისკუსიებში ძალისხმევების გაორმაგებისაკენ მოუწოდეს.

06-დეკემბერი-2019

06-დეკემბერი-2019

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

ქ. ბრატისლავა- ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მიღებულ იქნა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ.

27-ნოემბერი-2019

27-ნოემბერი-2019

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები

2019 წლის 27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველომ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდ...

26-ნოემბერი-2019

26-ნოემბერი-2019

ხვალ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს

საქართველო, 2019 წლის 27 ნოემბრიდან - 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარე ქვეყანა ხდება.

< 1 2 3 4 5  ... >