საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა

17.08.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ.

დავით ზალკალიანმა მოსახლეობას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

მინისტრმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა სოფელში არსებული ვითარება , მათ შორის ადგილზე ნახა საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული რკინის ღობეები.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილზე ვითარების გაცნობა. ერთია ინფორმაცია რომელსაც შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ და მეორე ადგილზე ნანახი მდგომარეობა. სიტუაცია არის ძალიან დამთრგუნველი. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ეს არის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ქმედებები,რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა და ყოველთვის მოჰყვება მყისიერი რეაგირება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმობილია.

„მერწმუნეთ ყველაფერს ვაკეთებთ რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობს. იოლი არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს დებატების მოწვევა და ჩვენ ესეც კი შევძელით. ძალიან მკაცრი და დამგმობი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან.“

დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 16 აგვისტოს, სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩავიდნენ.

17-იანვარი-2020

17-იანვარი-2020

2020 წლის 15 იანვარს ინდოეთის რესუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა, შეხვედრა გამართა პოლიტიკური პარტია "დრავიდრა მუნეტრა ...

2020 წლის 15 იანვარს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ტამილნადუს შტატის ქალაქ ჩენაიში შეხვედრა გამართა ინდოეთის პარტია "დრავიდრა მუნეტრა კაჯაგამ"-ის პრეზიდენტთან ბ-ნ მ. კ. სტალინთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიოში ცნობილი ქურირგი, MGM Healthcare-ს ინსტიტუტის დირექტორი, ...


25-დეკემბერი-2019

25-დეკემბერი-2019

აშშ-ს საბიუჯეტო კანონი საქართველოსთვის გაზრდილ საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს და კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარებ...

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. ნიშნადობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონ...

12-დეკემბერი-2019

12-დეკემბერი-2019

საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 10 -11 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქ მალეს, სადაც 11 დეკემბერს საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი პო...

< 1 2 3 4 5  ... >