საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება

2019 წლის 27 სექტემბერს, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ნიუ დელის სასტუმრო „Taj Mahal Hotel“-ში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება, რომელსაც დაესწრნენ ინდოეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ინდოეთის მთავრობის, საქმიანი და ბიზნეს წრეების, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს საპატიო კონსულები ქ. მუმბაიში, ბანგლადეშში, მალდივებზე, ქართული საგანმანათლებლო ინსტიტუტების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

მიღებას მთავარი სტუმრის სტატუსით დაესწრო ინდოეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი პრაჰლად სინგჰ პატელი.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა და მთავარმა სტუმარმა. ელჩმა მიულოცა მინისტრს და სტუმრებს ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და აღნიშნა ტურიზმის მნიშვნელობის შესახებ ხალხთა შორის ცნობადობისა და კავშირების გამყარების მიმართებით. 

26 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ სოხუმის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებულ ტრაგიკულ მოვლენებზე საუბრისას, რომლის შედეგად მრავალი ქართველი გახდა იძულებული დაეტოვებინა საკუთარი სახლი, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მტკიცედ დგას ტერიტორიული მთლიანობის პოზიციაზე და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული ტრანსფორმაციის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, რომ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ყველა იძულებით გადაადგილებული პირი დაუბრუნდება საკუთარ სახლს უსაფრთხო და ღირსეული გზით.

ელჩმა გამოთქვა მადლიერება ინდოეთის მთავრობის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. ასევე, მან ისაუბრა ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე, რომელიც ემყარება ამ ორ ქვეყანას შორის საუკუნოვან ურთიერთობებს, საერთო ღირებულებებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალი დონეების მიღწევის ორმხრივ სურვილს.

დასასრულს, ელჩმა მიულოცა მინისტრს და სტუმრებს ინდოეთის მთავრობიდან მორიგი არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც სამართლიანად ეწოდა „დემოკრატიის ფესტივალი“. 

ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას ახორციელებდა საქართველოდან ჩამოსული მომღერალთა ტრიო, რომელმაც შეასრულა ინდური და ქართული ქალაქური სიმღერები. ასევე, მიმდინარეობდა საქართველოს რეგიონების, მისი კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიული ძეგლების ამსახველი სარეკლამო რგოლების ჩვენება. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები და სხვა სასმელები, ასევე ქართული ტრადიციული კერძები.

 

 






09-ნოემბერი-2019

09-ნოემბერი-2019

ქ. ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს განცხადება ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო მოუწოდებს ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გამოიჩინონ ყურადღება და სიფრთხილე.

05-ნოემბერი-2019

05-ნოემბერი-2019

საქართველოს ელჩი Tata Power-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

2019 წლის 5 ნოემბერს ინდოეთში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდური კომპანია Tata Power-ის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელთან ბატონ პრავირ სინჰასთან.

25-ოქტომბერი-2019

25-ოქტომბერი-2019

ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელება დაიწყება

2019 წლის 28 დეკემბრიდან კომპანია "Thai AirAsia X" იწყებს ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

24-ოქტომბერი-2019

24-ოქტომბერი-2019

საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, შეხვედრა გამართა ტაილანდის სავაჭრო პალატის ვიცე-თავმჯდომარეებთან

2019 წლის 24 ოქტომბერს, ტაილანდის სამეფოში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში) არჩილ ძულიაშვილმა, ბანგკოკში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ტაილანდის სავაჭრო პალატის ვიცე-თავმჯდომარეებთან დოქტ. ჯინგჯაი ჰანჩანლაშთან და ბ-ნ ჩუსაკ ჩუენპრაიოთთან.

< 1 2 3 4 5  ... >