საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ელჩთან ლაზარ კომანესკუსთან.
მინისტრმა მიულოცა BSEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ელჩს, ლაზარ კომანესკუს დანიშვნა და უსურვა წარმატებები ამ მნიშვნელოვან პოსტზე.

2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით განხილულ იქნა BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებას. ასევე, საუბარი შეეხო BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  
მხარეებს შორის განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.  

BSEC-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის და თავმჯდომარეობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში BSEC-ის გენერალურმა მდივანმა გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.

12-დეკემბერი-2021

12-დეკემბერი-2021

​ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ

ამერიკელმა კონგრესმენებმა, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართეს.

11-დეკემბერი-2021

11-დეკემბერი-2021

​საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები", გაუქმებას (деза...

10-დეკემბერი-2021

10-დეკემბერი-2021

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

2021 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ტიტუს კორლატეანთან და კლოდ კერნთან.

09-დეკემბერი-2021

09-დეკემბერი-2021

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით

2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე-ფაქტო ანექსიის...

< ... 6 7 8 9 10  ... >