საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღის ფარგლებში გამართულ ლიტერატურულ საღამოში

28 სექტემბერს ქ. ნიუ დელიში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღის ფარგლებში გამართულ ლიტერატურულ საღამოში “Long Night of Literatures”, რომელიც ჩატარდა ქ. ნიუ დელიში ესპანეთის საელჩოსთან არსებულ სერვანტესის ინსტიტუტში (Instituto Cervantes). ღონისძიებას ესწრებოდა მრავალი ადგილობრივი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი, მათ შორის მწერლები და პოეტები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თავიანთი ნაწარმოებები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და სტუდენტები. 


ლიტერატურული საღამოს დასაწყისში სერვანტესის ინსტიტუტის წარმომადგენლის მიერ წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში აღინიშნა ამ ღონისძიებაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართვის შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, ევროპულ ცივილიზაციასთან საქართველოს მჭიდრო კავშირებზე, მის მისწრაფებას კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული წარმატებების შესახებ. ამასთან, დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც უძველესი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის შესახებ, რომელსაც გააჩნია უნიკალური ანბანი და მდიდარი ლიტერატურა, ასევე აღიარებულია, როგორც მსოფლიოში უძველესი ღვინის სამშობლოდ. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო.