საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა შეხვედრა გამართა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან დოქტ. ა.კ. აბდულ მომენთან

2019 წლის 23 ივნისს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) არჩილ ძულიაშვილმა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან დოქტ. ა. კ. აბდულ მომენთან.

შეხვედრაზე გამართული საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა საქართველოსა და ბანგლადეშის საგარეო უწყებებს შორის მჭიდრო დიალოგის მნიშვნელობის და ამ კონტექსტში პოლიტიკური კონსულტაციების შემდგომი, მეორე რაუნდის, მიმდინარე წელს ქ. თბილისში ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი ჩატარდა ქ. დაკაში, 2017 წლის სექტემბერში.