საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი დღეს ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს

18.07.2019 ვაშინგტონი- ​ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის  ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე. 
 
დავით ზალკალიანი საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. 
 
მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვერებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ რიკერთან, რა დროსაც განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უსაფრთხობის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.