საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქ მალეში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

2019 წლის 4 აგვისტოს, ქ. მალეში გაიმართა მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც უმასპინძლეს მალდივის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-მა არჩილ ძულიაშვილმა და მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულმა საპატიო კონსულმა ბ-მა აბდულ მაჯიდმა. 

საზეიმო მიღებას დაესწრნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის მალდივების პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი (2008-2012 წლებში) მოჰამედ ნაშიდი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აჰმედ ხალილი, მალდივების ბიზნეს წრეების გამოჩენილი წარმომადგენლები და მალდივებში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.