საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის ვიზიტი მალდივის რესპუბლიკაში

2019 წლის 4-5 აგვისტოს, მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია მალდივების დედაქალაქ მალეს. ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბ-ნ აბდულა შაჰიდთან, კომუნიკაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრთან ბ-ნ მოჰამედ მალიჰ ჯამალთან, ტურიზმის სახელმწიფო მინისტრთან, დოქტ. აჰმედ სოლიჰთან და ტურიზმის სამინისტროს მუდმივ მდივანთან ქ-ნ აიშათ სუზან ჰანიფთან.

შეხვედრებზე მხარეებს შორის განხილულ იქნა საქართველოსა და მალდივებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაფართოების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ტურიზმის სფეროში.

ვიზიტის დროს, 4 აგვისტოს გაიმართა მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ცერემონია და მისდამი მიძღვნილი ოფიციალური მიღება, რომელსაც უმასპინძლეს საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა და მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულმა საპატიო კონსულმა ბ-ნმა აბდულ მაჯიდმა. ღონისძიებას დაესწრნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის მალდივების პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი (2008-2012 წწ) მოჰამედ ნაშიდი, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი აჰმედ ხალილი, ბიზნეს წრეებისა და მალდივებში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო საკონსულოს მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია:

G. Sosanee, Ground Floor, Rahdhebai Magu, Male’ 20130 

ტელ.: +960 3315878; ფაქსი: +960 3333597

ელ-ფოსტა: amajeed@mfa.gov.ge; majeed@bison.com.mv