საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბ-ნი ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიზიტი ქ. ნიუ დელიში

2019 წლის 27 სექტემბერს, მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, ქ. ნიუ დელიში ვიზიტით იმყოფებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბ-ნი ზურაბ პოლოლიკაშვილი. 

მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი ვენკაიაჰ ნაიდუ და ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრი პრაჰლად სინგჰ პატელი.

სურათზე: ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი, ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრი პრაჰლად სინგჰ პატელი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.