საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი Tata Power-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

2019 წლის 5 ნოემბერს ინდოეთში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდური კომპანია Tata Power-ის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელთან ბატონ პრავირ სინჰასთან, რომელთანაც საუბარი შეეხო კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობას ქართულ მხარესთან ენერგეტიკის სექტორში. მხარეების მიერ აღინიშნა საქართველოში ჰიდროენერგორესურსების განვითარების კუთხით არსებული დიდი პოტენციალის შესახებ.